ჩვენი მისია

აიწონა-დაიწონა ბავშვთა პირველი ემანსიპატორული თეატრია საქართველოში. 2017 წლიდან არასამეწარმეო (არაკომერციულ) / არასამთავრობო ორგანიზაციად დავრეგისტრირდით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ახალი ემანსიპატორული თეატრის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზებას, რომელიც განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. ამასთან ერთად, მიზნად ვისახავთ განათლების სფეროში თეატრისა და ხელოვნების ინტეგრაციისთვის პლატფორმის შექმნას.

გერმანიაში სახელგანთქმული, ბერლინის GRIPS თეატრის მაგალითზე დაყრდნობით, გრიპს თეატრი გერმანიაში სახელგანთქმული, ბერლინის GRIPS თეატრის მაგალითზე დაყრდნობით, აიწონა-დაიწონა წარმოადგენს სპექტაკლებს, რომლებიც ეხება ბავშვებისა და მოზარდების სოციალურ რეალობას, მათ გამოცდილებებსა და ბრძოლებს. ჩვენი სპექტაკლები ასახავენ და აანალიზებენ ახალგაზრდების პრობლემებს სოციუმში და მათი ცვლილებისა და გადაჭრის შესაძლო გზებს; სპექტაკლები გამამახნევებელი და ძალის მიმცემი ხასიათისაა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, სახალისოც; ბოლო ხანებში, ჩვენი სამოქმედო არეალი გავაფართოვეთ და სპექტაკლებთან ერთად, ბავშვებსა და მასწავლებლებს უკვე სხვადასხვა სახის ვორქშოპებსაც ვთავაზობთ. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ხელოვნების მეთოდების დანერგვას განათლების სფეროში.

აიწონა-დაიწონა არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის აქტუალური სოციო-პოლიტიკური პრობლემების წინ წამოწევას - ისეთების, როგორებიცაა: დისკრიმინაცია, გენდერული, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხები და ზოგადად ის პრობლემები, რომლებიც მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია. ჩვენთვის თეატრი და ხელოვნება ინსტრუმენტია, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნია და ამასთან ცვლილების გამოწვევისა და გაძლიერების ძალა შესწევს.

აიწონა-დაიწონას მისია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ჰორიზონტალურ დონეზე მუშაობაა, რაც გულისხმობს მათი იდეების, პრობლემებისა და ინტერესების მხედველობაში სერიოზულად მიღებას და მათთან ერთად, ამ ყველაფრის გასამკლავებლად, კრეატიული გზების მოძიებას. განსაკუთრებულ ფოკუსს რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, ვისთვისაც კულტურული ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები თითქმის ხელმიუწვდომელია.

როგორც წესი, პერფორმანსის დასასრულს დისკუსიები და ვორქშოპების სესიები მოყვება, სადაც მაყურებელთან ერთად სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემური საკითხები განიხილება. ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწე პროფესიონალებთან თანამშრომლობაა. ამ გზით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ, თუ როგორ შეიძლება თეატრალური მეთოდების ინტეგრაცია თავიანთ საგანმანათლებლო საქმიანობაში.

აიწონა-დაიწონას შემოქმედებითი გუნდი, თეატრს სოციალურ მოვლენად მივიჩნევთ, რომელიც ხალხს აერთიანებს და მათში სოლიდარობის განცდას აღძრავს. პერფორმანსების საშუალებით, რომელთა სცენარიც უშუალოდ ეხმიანება დამსწრე მაყურებლის რეალობას, ვცდილობთ მათ შევახსენოთ, რომ მარტო არ არიან თავიანთი პრობლემების წინაშე. ჩვენი სპექტაკლები არ არის მიმართული შიშის ჩასანერგად, ან უკვე არსებულის გასამძაფრებლად. მათი მიზანი მაყურებლისათვის იმედის მიცემა, უკეთესი მომავლის შესახებ რწმენის გაჩენა და სოლიდარობის გაღვივებაა.

OUR TEAM

მარეიკე ვენცელი

რეჟისორი, თანადამფუძნებელი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი


მარეიკე მსახიობი და თეატრის ხელმძღვანელია. მან აიწონა-დაიწონა 2017 წელს ლილისთან, მარიამთან და ნათიასთან ერთად მას შემდეგ დააფუძნა, რაც მათი პირველი სპექტაკლი „სახლობანა”(ფოლკერ ლუდვიგის პიესა სათაურით“Mann O mann”) წარმატებული აღმოჩნდა. მარეიკე აიწონა-დაიწონას სამივე სპექტაკლის რეჟისორია და გუნდის წევრებთან ერთად ვორქშფებისა და ტრეინინგების შემუუშავების პროცესსა და წარმართვაში იღებს მონაწილეობას.

მარაიკე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში დაიბადა. მან სამსახიობო სწავლება დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის სამსახიობო სკოლაში გაიარა. არის სახელგათქმული პერფორმანს კომპანიის SIGNA-ს წევრი. ამჟამად ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის სტიპენდიანტია და გადის კურსს „მხატვრული ინტერვენციები კულტურულ განათლებაში“. კურსის ფარგლებში ის ამ საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს ახალი მეთოდებისა და პროგრამების შექმნაზე.  

მარეიკესთვის თეატრი ის ადგილია, რომელიც თავს უყრის და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ადამიანსა და ისტორიას.


მარეიკეს მიერ დადგმული სპექტაკლები: სპექტაკლი "სახლობანა" სპექტაკლი "შავი ნისლი" სპექტაკლი "თამაში"

მარიამ გაბრიჭიძე

მსახიობი, თანადამფუძნებელი, პროექტის მენეჯერი

2016 წლიდან, მარიამი გახდა სპექტაკლი "სახლობანას" შემოქმედებითი გუნდის წევრი და მსახიობი. სპექტაკლის წარმატების შემდეგ, ნათიასთან ლილისთან და მარაიკესთან ერთად, 2017 წელს, დააფუძნა ორგანიზაცია აიწონა-დაიწონა. მარიამი არის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, ასევე უძღვება ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ვორკშოპებს და მონაწილეობას იღებს მათ შემუშავებაში. მარიამი თამაშობდა აიწონა-დაიწონას სამივე სპექტაკლში.

აიწონა-დაიწონასგან დამოუკიდებლად, მარიამი არის პროფესიონალი არტისტი და მუშაობს ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში, უმეტესად მხატვრობაში, დიზაინსა და პერფორმანსში. ის არის ფემინისტური სახელოვნებო კოლექტივის “გორგონების“ თანადამფუძნებელი და მათი წევრი.

მას აინტერესებს ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიც არის: ფემინიზმი, მითოლოგია, სოციალური უთანასწორობა, ფემინური ენის კვლევა. უყვარს მოგზაურობა და ყველაფერი, რაც ეხება მისტიკურ მოვლენებს.

შესრულებული როლები: ნუკი - სპექტაკლი „სახლობანა“; კატო, მეზობელი ტატა - სპექტაკლი „შავი ნისლი“; მოთამაშე III - სპექტაკლი „თამაში“.

ლილი მამულაშვილი

მსახიობი, თანადამფუძნებელი, საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი


ლილი დასაწყისშივე სპექტაკლ "სახლობანას" ტურის მონაწილე და შემოქმედებითი გუნდის წევრი იყო. 2017 წელს, ნათიასთან, მარიამთან და მარეიკესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია აიწონა-დაიწონა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აიწონა-დაიწონას სამივე სპექტაკლში, ასევე ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ვორქშოპებში. მსახიობის გარდა, ლილი არის აიწონა-დაიწონას საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი, აქტიურად არის ჩართული ვორქშოპების შექმნის პროცესში და, ამ ყველაფერთან ერთად, უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლებთან კომუნიკაციას.

ლილი ფლობს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს, ასევე მაგისტრის ხარისხს კულტურისა და მედიის სოციოლოგიის მიმართულებით.

მისი ინტერესის სფეროებია: ფსიქოლოგია, კულტურა, სემიოტიკა, რელიგია, მითოლოგია. უყვარს მუსიკა და იკვლევს ფემინურობის რეპრეზენტაციებს პოპულარულ მუსიკაში.

შესრულებული როლები: ნინო - სპექტაკლი "სახლობანა" დედა/ ლუიზა - სპექტაკლი "შავი ნისლი" მოთამაშე IV - სპექტაკლი "თამაში"

ნინო ვაშაკიძე

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Sapien nec sagittis aliquam malesuada bibendum. Sagittis vitae et leo duis ut. Porttitor massa id neque aliquam. Quis commodo odio aenean sed adipiscing diam donec adipiscing tristique.

Neque sodales ut etiam sit. Arcu felis bibendum ut tristique et egestas quis ipsum. Vehicula ipsum a arcu cursus vitae congue mauris.

არჩილ სულაქველიძე

მსახიობი, მუსიკოსი

2016 წლიდან, არჩი უკვე იყო სპექტაკლ "სახლობანას" სამსახიობო გუნდის წევრი. მას სამივე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ერთვებოდა ბავშვებისთვის განკუთვნილ ვორქშოპებში. არჩი პასუხისმგებელია სპექტაკლების მუსიკალურ მხარეზე.

არჩი სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ არის აიწონა-დაიწონას მსახიობი და მუსიკოსი, აგრეთვე თამაშობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და მოხეტიალე მთვარის თეატრში. არის გიტარისტი მუსიკალურ ბენდში Young Georgian Lolitaz.

თავისუფალ დროს უთმობს: კომპიუტერულ თამაშებს, სამეცნიერო სტატიების კითხვას, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების ყურებას ოკეანის ცხოვრებაზე.

შესრულებული როლები: ირაკლი - სპექტაკლი "სახლობანა" კასპარი - სპექტაკლი "შავი ნისლი" მოთამაშე II - სპექტაკლი "თამაში"

გიო ფარჯანაძე

მსახიობი

გიორგი სპექტაკლ "სახლობანას" სამსახიობო გუნდის წევრი 2016 წელს გახდა, 2017 წლიდან კი აიწონა-დაიწონას მუდმივი მსახიობი. მას შესრულებული აქვს როლები სამივე სპექტაკლში, ასევე მონაწილეობდა ბავშვებისთვის განკუთვნილ ვორქშოპებში.

აიწონა-დაიწონაში მსახიობად მუშაობის პარალელურად, გიორგი დაკავებულია აგრო ბიზნესით.
თავისუფალ დროს უთმობს მოგზაურობას და მცენარეების მოვლას. ძალიან უყვარს ცხოველები და განსაკუთრებით არის დაინტერესებული ვეშაპების სახეობით.

შესრულებული როლები: გიო - სპექტაკლი "სახლობანა" დარაჯი, მამა - სპექტაკლი "შავი ნისლი" მოთამაშე II - სპექტაკლი "თამაში"

ჯიმი მელქაძე

მსახიობი

ჯიმი 2016 წლიდან არის აიწონა-დაიწონას სამსახიობო გუნდის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში "სახლობანა" და "შავი ნისლი", ასევე ჩართული იყო ვორქშოპებში ბავშვებისთვის.

აიწონა-დაიწონაში მსახიობად მუშაობის გარდა, ჯიმი არის ივენთ მენეჯერი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. განათლების კუთხით, ამჟამად ეუფლება ინტერიერის დიზაინს.

თავისუფალ დროს უთმობს: სკეიტბორდზე სრიალს, მუსიკას, კინემატოგრაფიას, ასევე აქტიურად ეცნობა ტექნოლოგიურ სიახლეებს.

შესრულებული როლები: სახლის მეპატრონე/გამყიდველი/უფროსი - სპექტაკლი "სახლობანა" სანდრო - სპექტაკლი "შავი ნისლი".

სანდრო ლელუაშვილი

მსახიობი

სანდრო აიწონა-დაიწონას გუნდს 2018 წელს შეუერთდა. მან მიიღო მონაწილეობა სპექტაკლ "შავი ნისლის" დადგმაში. სხვა წევრებთან ერთად, ისიც ერთვებოდა ბავშვებისთვის განკუთვნილ ვორქშოპებში.

სანდრომ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მას შემდეგ სხვადასხვა თეატრალურ პროექტზე აქვს ნამუშევარი. აიწონა-დაიწონაში მსახიობად მუშაობის გარდა, სანდრო თამაშობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს თეატრალურ, საგამოფენო და საოპერო კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება.

შესრულებული როლები: მოთამაშე II - სპექტაკლი "თამაში"