ცხოვრების გზების გადაკვეთები

აიწონა-დაიწონა თეატრალური ხელოვნებისა და განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციაა, რომლის სამიზნე ჯგუფსაც ქალები, ბავშვები და მასწავლებლები წარმოადგნენ. ორგანიზაცია 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განათლებაში თეატრალური ხელოვნების გამოყენების შესახებ მართავდა ვორქშოფებს, თეატრის როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით მუშაობდა სხვადასხვა სოციალურ აქტუალურ საკითხზე.

პროექტის ფარგლებში, გვსურს ვითანამშრომლოთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ გოგონებთან და ქალებთან და ერთად ვიკვლიოთ ზრდისა და ასაკის მატების პროცესი, სხვადასხვა საფეხურები თინეიჯერობიდან ზრდასრულობამდე. 

თეატრის მეთოდებისა და ხელოვნების გამოყენებით, სხვადასხვა ასაკისა და ბექგრაუნდის ქალებისა და გოგონებისთვის გვსურს შევქმნათ უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ ქალად ყოფნის გამოცდილებისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების შესახებ ღიად ისაუბრონ. 

პროექტის ფარგლებში გვსურს განვიხილოთ თუ როგორი აღმოჩნდა ბავშვობიდან თინეიჯერობამდე ტრანზიცია გოგონებისათვის, მათი მოლოდინები საზოგადოების მიმართ და ის, თუ რას ფიქრობს მათი აზრით საზოგადოება მათ შესახებ, რა მოსწონთ ამ ასაკთან დაკავშირებით და რა შიშები ამოძრავებთ; პრობლემები რომლებსაც აწყდებიან და მომავლის მათეული ხედვა, როგორ ფიქრობენ, როგორი შეიძება იყოს ზრდასრულ ქალად გადაქცევა. 

ვორქშოფში ორი ასაკობრივილი ჯგუფი მიიღებს მოწილეობას და ჩატარდება როგორც ინდივიდუალური ვორქშოფი თითოეული ჯგუფისთვის, ასევე ერთობლივიც. თითოეული ჯგუფი 2 დღის განმავლობაში მიიღებს ვორქშოფში მონაწილეობას. 

ვორქშოფზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა თეატრალური სავარჯიშო. ამასთან, მონაწილეები სურვილისამებრ აირჩევენ სხვადასხვა მედიას, რომლის საშუალებითაც იმუშავებენ ამბის თხრობაზე და ა.შ. საბოლოოდ, მიღებული პროდუქტი ივნისში, გამოფენაზე/პუბლიკაციის სახით იხილავს დღის სინათლეს. 

პროექტში ვითანამშრომლებთ გოგონებთან და ქალებთან საქართველოს 4 რეგიონიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი და ზუგდიდი. ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა. ვორქშოფი გაგრძელდება  დღეში 3-4 საათის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ. 

NEWS Partners

Other news

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად