მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად

მიმდინარე წელს აიწონა-დაიწონა კვლავ აგრძელებს ორგანიზაცია People in Need Georgia-თან თანამშრომლობას. ამჯერად, ჩვენი კომპანიის წევრები მარიამი და ლილი პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით” ფასილიტატორები გახდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. პროექტი ეფუძნება საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში“ რომელიც People In Need-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება.

პროექტში მონაწილეობას თბილისის 167-ე და 182 სკოლის მოსწავლეები იღებენ. პირველი ვორქშოფი 1-2 აპრილს გაიმართა და მას ხალხის კაფე „პრაქტიკამ“ უმასპინძლა. ვორქშოფებზე ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენებები, რომელსაც თან ახლავს დისკუსიები და სავარჯიშოები, რაც მონაწილეებს ეხმარება გახდნენ უფრო მედიაწიგნიერნი.

პროექტი „დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ და „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ.

განსაკუთრებული მადლობა Kristine Gongadze Irinka Jvarsheishvili Tamta Jijavadze და პრაქტიკა – ხალხის კაფეს სადაც ტარდება ჩვენი შეხვედრები

NEWS Partners

Other news

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად