საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

პროექტში „საერთო ნიადაგი“ თინეიჯერებმა თბილისიდან – დევნილი და არადევნილი – განიხილეს რას ნიშნავს ერთად ცხოვრების გამოცდილება, რა ჭირდება ქალაქს, რომ თავი სახლში იგრძნონ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქი უფრო კომფორტული გახდეს. 

პროექტის საშუალებით თინეიჯერებმა თავიანთი იდეების, საჭიროებების და მოთხოვნების გახმოვანება შეძლეს. ამავდროულად აღიქვეს, თუ რამდენნაირი გამოცდილება და რეალობა შეიძლება არსებობდეს ერთ ქალაქში.

შემოქმედებითი თხრობის, წერის და იმპროვიზაციის მეშვეობით, ვორქშოფის მონაწილეებმა შექმნეს განსხვავებული აუდიო და წერილობითი მასალა, სადაც ვხედვათ, თუ როგორია თინეიჯერების ყოველდღიური სამყარო და როგორი შეიძლება იყოს მათი წარმოდგენით “იდეალური ქალაქი”. რა შეიძლება იყოს მათი საერთო ნიადაგი, სადაც ყველა თავს ისე იგრძნობს როგორც სახლში, თითოეულ მათგანზე იზრუნებენ და მიიღებენ. 

პრეოქტი “ახალი ნიადაგი”, ახალი სივრცის შექმნას, მიმღებლობის კულტივირებას და ახალგაზრდა ადამიანების გაძლიერებას ემსახურება, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პირობებში, სადაც ბავშვები და თინეიჯერები სამოქალაქო პროცესებიდან გამოთიშულები არიან.


ალექს ჩიღვინაძე:
რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი რუკა უნდა არსებობდეს. რუკა უნდა იცვლებოდეს წელიწადის დროების თუ ამინდის მიხედვით, დღეღამის განმავლობაში, დღესასწაულებზე და არდადეგებზე. სხვადასხვა ასაკში განსხვავებული რუკაა საჭირო. გამორჩეული უნდა იყოს საბავშვო რუკებიც ბევრად ფერადი, ინფორმაციული და ზღაპრული

ვორქშოფზე ბავშვებმა საკუთარი სიზმრების რუკები დაამზადეს. შემდეგ შეეცადნენ, რომ ეს რუკები მოერგოთ ქალაქისთვის და შეამოწმეს, შეიძლება თუ არა ურბანული სივრცის იმგვარად გარდაქმნა, როგორც ეს სიზმრებშია შესაძლებელი

სად ვეძებოთ იდეები? იდეები ქუჩაში ხომ არ ყრია? შეიძლება თუ არა ფსიქოგეოგრაფიული ხეტიალისას შევეჩეხოთ მათ? შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს იდეები, თუ თვალებს დავხუჭავთ და მოვუსმენთ ქალაქს, გავყვებით უცნობ დინებებს, იმდროინდელს, როცა ქალაქის ტერიტორია ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო

რას ჩურჩულებს ეს ქალაქი? რა აყვირებს? რას იხვეწება

რატომ არ შეიძლება მოვითხოვოთ, საბავშვო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვების მოხატული, ჭრელი ავტობუსები, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის ივლიან და სადაც ბავშვებს უფასო და ჯანსაღი საკვებით გაუმასპინძლდებიან

რატომ არ შეიძლება მოვითხოვოთ ველოსიპედი ყველასთვის? ქალაქის ხმების აწევჩაწევის და შეცვლის უფლება

რატომ არ შეიძლება მოვითხოვოთ ფეშენებელური თავშესაფრები ქუჩის ძაღლებისთვის და კატებისთვის

ბავშვების დაპროექტებული სათამაშო მოედნები? მულტფილმების ჩვენებები ქუჩის ბირჟებზე? უფასო საცურაო აუზები?
ბავშვები საკრებულოში

ბავშვი ქალაქის მერად?

 
ბავშვები:
“იდეალურ ქალაქში ბავშვებს მოგვისმენდნენ”

მინდა იდეალურ ქალაქში ყველა ასაკის ბავშვს ერთად შეგვეძლოს თამაში”

ჩემთვის იდეალური ქალაქში იქნებოდა ადგილი სადაც ყველას ერთად შეგვეძლებოდა დასვენება, თამაში…”

“იდეალურ ქალაქში მინდა იყოს უფრო მეტი ავტობუსი და უფრო ხშირად დადიოდეს”

იდეალურ ქალაქში სკოლაში იქნებოდა უფასო კვება.”

“იდეალურ ქალაქში სკოლები აუცილებლად იქნებოდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი.”

“ჩემთვის იდეალურ ქალაქში ცხოველები თავშესაფარში ცხოვრობენ და არც თავიანთ თავს და არც სხვას უქმნიან პრობლემას.”

“ჩემ იდეალურ ქალაქში არ ყრია ნაგავი ქუჩებში, მოწესირგებული და განათებულია უბნები.”

“ჩემ იდეალურ ქალაქში არ მეშინია სადარბაზოში შესვლის, სადაც ბნელა.”

“ჩემთვის იდეალური ქალაქი ასოცირდება ხე-ტყესთან და ყვავილების მდელოსთან.”

“ჩემი ფანტაზიით იდეალურ ქალაქში არ უნდა მიწევდეს ავტობუსების და მანქანების ხმაურში ყოფნა, ამის ნაცვლად ალბათ უნდა მესმოდეს კლასიკური მუსიკა.”

“ქალაქში მინდა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში ველოსიპედით გადავადგილდებოდეთ.”

“იდეალურ ქალაქში მინდა იყოს უფრო მეტი ავტობუსი და უფრო ხშირად დადიოდეს.”

“ჩემ იდეალურ ქალაქში მძღოლები არ გადადიან BusLineზე.”

“იდეალურ ქალაქში არ მომიწევდა ავტობუსში და მეტროში შეჭეჭყვა.”

“ჩემთვის იდეალური ქალაქი იქნებოდა, სადაც ივლიდნენ ფერადი ავტობუსები.”
“ჩემთვის იდეალური ქალაქი იქნებოდა ისეთი, რომ ქალაქში იყოს სიმშვიდე, რომ გავალ არ მაწუხებდეს მანქანების ხმა, მძღოლების ღრიალი.”

“ქალაქში ვისურვებდი ყოფილიყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.”

“ჩემთვის იდეალური ქალაქი ის არის სადაც ადამიანებს და ძაღლებს ზებრაზე უთმობენ გზას.”

“მინდა იყოს უფრო მეტი სკვერი, მოწესრიგებული ქუჩები, სუფთა ჰაერი, იაფი პროდუქტი, უფრო მეტი სპორტული და სავარჯიშო სივრცე.”

“იდეალური სახალისო სამყარო ჩემთვის იქნებოდა, პირველ რიგში, როდესაც სახლის ფანჯრიდან გამოვიხედავდი და დავინახავდი გამწვანებულ გარემოს, ფეხბურთის დიდ მოედანს, რომელსაც ექნებოდა ლამპიონები, ღამე თამაში რომ შეგვძლებოდა.”

“ჩემთვის იდეალური სამყარო იქნებოდა, როდესაც სტადიონზე ჩავდივარ მხვდებოდეს ბევრი ბურთი, რითიც შევძლებდი თამაშს.”
“იდეალური სამყარო იქნებოდა, ბავშვებს სკოლაში 30 წუთიანი შესვენება, რომ გვქონდეს, რის დროსაც სკოლის გალამაზებულ, გამწვანებულ ეზოში გავიდოდით, მოვუსმენდით ჩიტების ჭიკჭიკს და დავტკბებოდით ლამაზი ყვავილებით.”

“ჩემთვის იდეალურ ქალაქში ადამიანიები დაიცავდნენ წესებს.”

“იდეალურ ქალაქში ნაკლებად იქნებოდა რემონტის და მანქანის ხმა.”

“იდეალურ ქალქში მანქანები არ გაჩერდებოდნენ ბორდიურებზე.”

“იდეალურ ქალაქში არ შემეშინდებოდა ზებრაზე გადასვლა.”‘

“იდელურ ქალაქში ვისურვებდი, რომ ყოფილიყო უფასო შოკოლადით სავსე დახლები.”

 

 

 

Previous
Next

NEWS Partners

Other news

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

ცხოვრების გზების გადაკვეთები

მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად