ვორქშოფები მასწავლებლებისთვის

რეგიონებში ჩვენი სპექტაკლების წარმოდგენისას, შესაძლებლობა მოგვეცა, გავსაუბრებოდით მასწავლებლებს, რომელთაც გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები დღევანდელი განათლების სისტემის ნაკლოვანებებზე და იმ პრობლემებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან სასწავლო პროცესში.

ამ დისკუსიებზე დაყრდნობით, აიწონა-დაიწონამ შეიმუშავა და ფასილიტაცია გაუწია ვორქშოპებს მასწავლებლებისთვის, სადაც წამოწეული იყო დისკუსიებზე განხილული ყველა საკითხი.

თეატრი როგორც კონფლიქტის მართვის ინსტრუმენტი

კრეატიული ინსტრუმენტები ყოველდღიური საკლასო სიტუაციებისთვის

მონაწილეობითი სავარჯიშოები სტატუსსა და დემოკრატიულ პროცესებზე სამუშაოდ

თეატრი განათლებაში (ამ სფეროში წამყვანი მოთამაშეების მეთოდების გაცნობა, როგორიცაა Boal, Plath, Grips და ა.შ.) 

ხმის და თავდაჯერებულობის ვარჯიშები მასწავლებლებისთვის

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მივცეთ მასწავლებლებსა და განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალებს სავარჯიშოების "ინსტრუმენტთა ყუთი", რომლის ადვილად დანერგვასა და ინტეგრაციასაც შეძლებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენ ვთავაზობთ ვორქშოპებს ნებიესმიერ დაინტერესებულ მასწავლებელსა და სკოლას. თუ სურვილი გექნებათ თქვენს სკოლაში ვორქშოპის ჩატარების, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: aitsonadaitsona@gmail.com

აქამდე, ჩვენი ორდღიანი ვორქშოპები DVV International Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდებოდა DVVI-ს რეგიონალურ ცენტრებში. ვორქშოპებს აქტიურად ესწრებოდნენ მასწავლებლები და აღნიშნავდნენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტრენინგი იყო, რაც მიუღიათ კარიერის განმავლობაში.

Other Projects

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ