ვორქშოფერბი ბავშვებისთვის

ტრადიციულად, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბავშვებთან გასაუბრება და მათგან უკუკავშირის მიღება, ამ პროცესს კი ვორქშოპის სახეს ვაძლევთ. ვორქშოპებში ბავშვებთან წარვმართავთ სახალისო დისკუსიებს იმის შესახებ, თუ რა ნახეს და გამოცადეს სპექტაკლის განმავლობაში. ჩვენს ვორქშოპებში გამოყენებულია თეატრის სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდები და სავარჯიშოები, რაც ბავშვებს თავიანთი იდეებისა და შეხედულებების უკეთ გამოხატვის საშუალებას აძლევს.

Aitsona-Daitsona’s director Mareike has also worked on creating plays and theatre collages with groups of young people, for example in Tskaltubo and Machkhaani.

ვორქშოპები "საწარმოო ნარჩენების გადამუშავება და მათთვის ახალი დანიშნულების მიცემა"

ჩვენი სპექტაკლის "შავი ნისლის" ჩვენების შემდეგ, ბავშვებს დამატებით ვთავაზობთ ვორქშოპს ნარჩენების გადამუშავებაზე და მათთვის ახალი დანიშნულების მინიჭებაზე. მათთან ერთად ვპოულობთ კრეატიულ გზებს, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი საწარმოო ნარჩენებისგან. ისინი სწავლობენ როგორ შექმნან თეატრის რეკვიზიტები მუყაოსგან, ყელსაბამები ძველი გაზეთებისგან, საფულეები რძის კონტეინერებისგან და ა.შ.

Other Projects

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ