შავი ნისლი

თბილისი, 2020 წელი. ქალაქში ჰაერი ისეთი დაბინძურებულია, რომ განგაში იწყება, “სმოგის განგაში”. ბავშვებს გარეთ თამაში ეკრძალებათ. სანდრო და მაი აღმოაჩენენ, რომ არა მხოლოდ ჰაერი, არამედ საკვები, სასმელი და მთლიანად ბუნება არის დაბინძურებული, ამ ყველაფერს კი, მომავალში, გაუარესების საფრთხე ემუქრება. მათი აზრით, უფროსები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები, რადგან ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ სიტუაციის სიმძიმეს და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება საგანგაშო. უფროსების უმოქმედობით გაბრაზებული ბავშვები გადაწყვეტენ, თავად გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და ახალ მეზობელთან, კასპართან ერთად “ბანდას” ჩამოაყალიბებენ დევიზით „ვებრძოლოთ ნაგავს და ჰაერის დაბინძურებას!“. მათდა გასაოცრად, “ბანდა” დიდი სისწრაფით იზრდება. 

შავი ნისლი არის ფოლკერ ლუდვიგის პიესის "Dicke Luft" ქართული ვერსია.

რეჟისორი: მარაიკე ვენცელი

მსახიობები: მაი - ნათია ქავთარაძე / სანდრო - ჯიმი მელქაძე / კასპარი - არჩილ სულაქველიძე / მეზობელი და კატო - მარიამ გაბრიჭიძე / დედა - ლილი მამულაშვილი / მამა და დარაჯი - გიორგი ფარჯანაძე

PERFORMANCE PARTNERS

OTHER PERFORMANCES