ახალი ხმები საბავშვო თეატრისთვის

აიწონა-დაიწონა ამჟამად არსებული სიცარელის ამოვსებას ცდილობს და ბავშვებს თანამედროვე, ინკლუზიურ თეატრს სთავაზობს. ჩვენ ბავშვებისთვის მხოლოდ სპექტაკლების დადგმით არ შემოვიფარგლებით. აიწონა-დაიწონას მათთან მუშაობა სურს და ეს პროცესი ჰორიზონტალურად წარიმართოს, სადაც ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვინ შეიძლება ბავშვების საჭიროებების, სურვილებისა და მათ პრობლემების შესახებ მეტი იცოდეს თუ არა თავად ბავშვებმა? 

სწორედ ამიტომ, აიწონა-დაიწონამ People In Need Georgia-ს დახმარებით, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის”. კამპანიის ფარგლებში მწერლებს მოვუწოდეთ შეექმნათ ახალი პიესები ბავშვებისთვის, რომლებიხ მათ სოციალურ რეალობას შეეხებოდა და სადაც მათი ხმები, იდეები, პრობლემები და იმედები გაჟღერდებოდა. ამის მისაღწევად LAG Upper Svaneti - ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთთან და ახალქალაქის საინიციატივო ჯგუფთან “ახალი შესაძლებლობებისკენ”დავიწყეთ თანამშრომლობა. მათი დახმარებით ამ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებთან ჩაიწერა ინტერვიუები. ბავშვების პასუხებზე დაყრდნობით მწერლებს მოვუწოდეთ გამოეგზავნათ იდეები, რომლის შესახებაც დაწერა სურდათ. მიღებული ნაწერებიდან ორი საუკეთესო შეირჩა, რომელთა ავტორებიც ალექს ჩიღვინაძე და მარიამ ჭანჭალეიშვილი არიან. 

2022 წლის ივნისამდე, ეს ორი მწერალი თავიანთი პიესების დასრულებაზე იმუშავებს. ისინი აიწონა-დაიწონას გუნდისაგან მხარდაჭერას იღებენ და აქვთ შეხვედრები სადაც ბავშვებთან და სხვადასხვა პროფესიონალთან, ისეთებთან როგორებიც ფოლკერ ლუდგვიგი - ბერლინის GRIPS თეატრის დამფუძნებელი და დრამატურგი, ასევე ამავე თეატრის დრამატურგი სვენია გრაფენი და მწერალი თამთა მელაშვილი არიან. 

თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კონკურსის ფინალისტი მწერლები ბავშვებს ხვდებიან და მათთან ერთად მუშაობენ თავიანთ იდეებზე. აიწონა-დაიწონას გუნდთან ერთად, ალექს ჩიღვინაძე და მარიამ ჭანჭალეიშვილი ორივე რეგიონში მცხოვრებ პროექტში მონაწილე ბავშვებს ეწვივნენ, სადაც წერისა და თეატრის შესახებ ვორქშოფები ჩაატარეს და პიესეების შესახებ იდეები განიხილეს. ამის საფუძველზე ისინი პიესების წერას დაასრულებენ და საბოლოო ვერსიებით კვლავ ეწვევიან ბავშვებს უკუკავშირის მოსასმენად, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ პიესის ზოგიერთ ნაწილში თავად მიიღონ მონაწილეობა. 

პიესების პრეზენტაცია დასრულებული სახით 2022 წლის 11 ივნისს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება. ამის შემდეგ აიწონა-დაიწონა მათ დადგმას და საქართველოს მასშტაბით ტურის მოწყობას გეგმავს ბავშვებისათვის.

NEWS Partners

Other news

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად