აიწონა-დაიწონას მიზანს საქართველოში ბავშვთა ახალი, თანამედროვე თეატრის პოპულარიზება წარმოადგენს, რომელიც მათ სოციალურ რეალობაზე იქნება დაფუძნებული. რადგანაც ამ დრომდე, ქართულ კონტექსტში, ბავშვებისათვის მათივე პერსპექტივიდან შექმნილი პიესების რაოდენობა საკმაოდ მწირია, აიწონა-დაიწონა პროექტით „ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის“, არსებული სიცარიელის ამოვსებას შეეცადა.
„ახალი ხმებით ბავშვთა თეატრისთვის“ ქართველ მწერლებსა და დრამატურგებს ბავშვებისათვის მათსავე იდეებსა და სოციალურ რეალობაზე დაფუძნებული პიესის შექმნისკენ მოვუწოდეთ. პროექტი People In Need Georgia-ს მხარდაჭერით, ახალქალაქის საინიციატივო ჯგუფ „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ და LAG- ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტისათვის აიწონა-დაიწონას გუნდმა ახალქალაქსა და მესტიაში მცხოვრებ ბავშვებთან ინტერვიუები ჩაწერა, სადაც მონაწილეებმა თავიანთი სურვილების, ხედვების, შეკითხვების, შიშებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ინტერვიუს შედეგად მიღებული პასუხები საკონკურსო განცხადებას დაერთო, რათა მწერლებს ამ პასუხებზე დაყრდნობით პიესის ფაბულა შეექმნათ. შედეგად ორი საუკეთესო ფაბულა შევარჩიეთ, რომლებიც მარიამ ჭანჭალეიშვილსა და ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნოდათ.
აიწონა-დაიწონას გუნდთად ერთად, ფინალისტი მწერლები ახალქალაქსა და მესტიაში მცხოვრებ ბავშვებს ვორქშოფის ჩასატარებლად ესტუმრნენ, რომლის ფარგლებშიც ბავშვებთან ერთად პიესის იდეები განიხილეს. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს წერის პროცესაა და თეატრალურ იმპროვიზაციაში, ასევე მათი ჩართულობით გამოიკვეთა პიესის თემები და შექიმნა პერსონაჟები. ახალქალაქსა და მესტიაში ჩატარებული პირველი ვორქშოფის შემდეგ, ალექსი და მარიამი თავიანთ საწერ მაგიდებს იდეებით დატვირთულები დაუბრუნდნენ, რომლებიც სწორედ ამ ორ რეგიონში მცხოვრები ბავშვების მიერ იყო შთაგონებული. მეორე ვორქშოფისათვის, ჩვენი კონკურსის ფინალისტები კვლავ ესტუმრნენ მესტიასა და ახალქალაქს და ამჯერად უკვე თავიანთი პიესები წარმოუდინეს ბავშვებს, სადაც მათ სცენების იმპროვიზების, სცენის დიზაინზე მუშაობის, ახალი იდეების გაზიარების, შეკითხვების დასმის და უკუკავშირის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტს მხარს ჩვენი მეგობარი და ბერლინის GRIPS თეატრის დამფუძნებელი, მწერალი და 37 პიესის ავტორი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის-ფოლკერ ლუდვიგიც უჭერდა. მარიამმა და ალექსმა ფოლკერთან თავიანთი პიესების შესახებ იდეები ონლაინ გაცვალეს, მისგან უკუკავშირი მიიღეს და მიეცათ შესაძლებლობა რომ მისი, როგორც მწერლის სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. ამასთან, მარიამსა და ალექსს, GRIPS თეატრის დრამატურგებთან, ტობიას დიკმანთან და უტე ფოლკნანტთან, მწერალ სვენია გრაფენთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ, რომლებიც ჩვენი კონკურისის ფინალისტ მწერლებს მთელი პროცესის განმავლობაში მხარს უჭერდნენ.
ბავშვებთან ჩატარებული დასკვნითი ვორქშოფის შემდეგ, ალექსმა და მარიამმა პიესებზე მუშაობა დაასრულეს. ალექს ჩიღვინაძის „მზე შენია ბარბოლ დოლაშ“ და მარიამ ჭანჭალეიშვილის „როცა გემი სანაპიროს მიუახლოვდა“ ფინალური ვერსიების პრეზენტაცია თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა, სადაც აიწონა-დაიწონამ პიესები ფართო აუდიტორიის წინაშე წაიკითხა.
ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს, შესაძლებლობა მოგვეცემა ორივე პიესა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს წარმოვუდგინოთ, რისთვისაც ამჟამად დაფინანსების ძიების პროცესში ვიმყოფებით.
„ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის“ პარალელურად, ფოტო კამპანია „სცენა ყველასთვის“ წამოვიწყეთ, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქსა და მესტიაში მცხოვრები ბავშვები იმ თემებს უზიარარებდნენ აუდიტორიას, რომლის შესახებაც ისურვებდნენ სპექტაკლების ხილვას. ფოტოებით წამოწყებული ონლაინ კამპანიის მიზანი მწერლების შთაგონება და წახალისება იყო, რათა ბავშვებისათვის უფრო აქტიურად დაიწეროს ახალი პიესები. ფოტოები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ People in Need Georgia-ს, ლიოლია რაისიანს, ნათია ჯაფარიძეს, ირმა ჯაფარიძეს, ფოლკერ ლუდვიგს, ტობიას დიკმანს, უტე ფოლკნანტს ბერლინის GRIPS თეატრიდან, სვენია გრაფენს, თამთა მელაშვილს, გოეთეს ინსტიტუტს თბილისში და დათა ჭიღოლაშვილს.
New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony New Voices Presentation and Award Ceremony