თამაში

სპექტაკლი "თამაში" ეხება სკოლასა და უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს, საუბრობს ზეწოლაზე, რომელიც გვაიძულებს ავირჩიოთ „სწორი“ პროფესია ადრეულ ასაკშივე და, ასევე, სამსახურში არსებულ ექსპლუატაციაზე. 

თამაში არის აიწონა-დაიწონას პირველი საავტორო სპექტაკლი, რომელიც სამსახიობო გუნდმა და რეჟისორმა ბავშვებთან და მასწავლებლებთან ინტერაქცის შემდეგ, მათ ინტერვიუებზე დაყრდნობით დადგეს. 

სპექტაკლი არის სცენური კოლაჟი, რომელშიც ასახულია საქართველოში მცხოვრები ბავშვების გამოცდილებები და პრობლემები. დრეული ასაკიდანვე, ბავშვები ხშირად განიცდიან ზეწოლას მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე "სწორი" გადაწყვეტილებები მიიღონ და უფროსების მოლოდინები გაამართლონ. ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლა ერთგვარ შეჯიბრში ჩაბმას ემსგავსება. "თამაშში" ხუთი მოთამაშე ცდილობს ამ წრის გარღვევას.

"თამაშის" პრემიერა შედგა 2018 წელს და ნაჩვენები იყო ქედაში, ჩოხატაურში, ჯვარში, სენაკში, ახალციხეში, ახალქალაქში, შაუმიანში, ლელიანში, კოდასა და ამბროლაურში, DVVI-ს ადგილობრივ რეგიონალურ ცენტრებში. 

სპექტაკლი განხორციელდა DVV International Georgia-ს მხარდაჭერით. 

რეჟისორი: მარეიკე ვენცელი

მსახიობები:მოთამაშე I - არჩილ სულაქველიძე / მოთამაშე II - სანდრო ლელუაშვილი,გიორგი ფარჯანაძე / მოთამაშე III - მარიამ გაბრიჭიძე / მოთამაშე IV - ლილი მამულაშვილი / მოთამაშე V - ნათია ქავთარაძე

PERFORMANCE PARTNERS

OTHER PERFORMANCES