სახლობანა

უფროსი მამას უყვირის, მამა – დედას. ვისზე ახდენს ყველაზე დიდ გავლენას უფროსების პრობლემები? – ბავშვებზე. ნუკი და გიო, დაღლილები მშობლების კონფლიქტებისგან, გადაწყვეტენ, რომ ცვლილებების დროა. ისინი ინტერესდებიან, რატომ ზრდიან უფროსები ბიჭებს და გოგონებს ერთმანეთისგან ასე განსხვავებულად? რატომ ჩხუბობენ უფროსები გამუდმებით? რატომ ყვირის მამა ყოველთვის და დედა არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად? ბავშვები ყველაფერს ნათელს მოფენენ!

"სახლობანა" ფოლკერ ლუდვიგის პიესის "MannOmann"-ის ქართული ადაპტაციაა, თარგმნილი თამთა მელაშვილის მიერ.

რეჟისორი: მარაიკე ვენცელი

მსახიობები: ნუკი - მარიამ გაბრიჭიძე / გიო - გიორგი ფარჯანაძე / ნინო - ლილი მამულაშვილი / ანანო და მეზობელი - ნათია ქავთარაძე / ირაკლი - არჩილ სულაქველიძე / სახლის მეპატრონე,გამყიდველი და უფროსი - ჯიმი მელქაძე

PERFORMANCE PARTNERS

OTHER PERFORMANCES