აიწონა-დაიწონას 5 წლის იუბილე და “ახალი ხმების” დაჯილდოების ცერემონია

აიწონა-დაიწონას თავისი მეხუთე დაბადების დღის აღნიშნვა და პროექტის “ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის” ფინალისტების წარდგენა სურს თქვენთვის. უკვე მეხუთე წელია რაც აიწონა-დაიწონა ახალ, საბავშვო, ემანსიპატორულ თეატრალურ დადგმებს სთავაზობს საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ბავშვებს და მათთვის და საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწე პროფესიონალებისთვის თეატრალურ ვორქშოფებს მართავს. ჩვენი მიზანი საქართველოში ახალი ემანსიპატორული საბავშვო თეატრის შექმნაა ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის. ამასთან ერთად თეატრალური და სახელოვნებო პლატფორმის შექმნასაც ვცდილობთ საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ, აიწონა-დაწიონა თეატრს სოციალურ ფენომენად განვიხილავთ, რომელსაც შესწევს ძალა გააძლიეროს სხვადასხვა ჯგუფი, ერთმანეთთან დააკავშიროს ადამიანები და ხელი შეუწყოს მათში სოლიდარობის გაღვივებას.
მეხუთე დაბადების დღისათვის განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთეთ საკუთარ თავს. People In Need Georgia-ს მხარდაჭერით და LAG Upper Svaneti - ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი და ახალქალაქის საინიციატივო ჯგუფთან “ახალი შესაძლებლობებისკენ” თანამშრომლობით, წამოვიწყეთ პროექტი “ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის” , სადაც მწერლებს მოვუწოდეთ საბავშვო პიესის შექმნაზე ემუშავათ ბავშვებთან ერთად. 

11 ივნისს, გვსურს მოგიპატიჟოთ რათა: ერთად ვიზეიმოთ ჩვენი იუბილე, დავაჯილდოვოთ კონკურსის ორი ფინალისტი - ალექს ჩიღვინაძე და მარიამ ჭანჭალეიშვილი; უკეთ გაიცნოთ აიწონა-დაიწონას გუნდი; ვითამაშოთ; წავიკითხოთ 2 სცენა კონკურსში გამარჯვებული პიესებიდან და ერთად ვისაუბროთ საბავშვო თეატრის მომავალზე

პროგრამა:
14:00 – 15:30 აიწონა-დაიწონას მსახიობებთან და მწერლებთან შეხვედრა - წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თეატრალური თამაში და აქტივობა ბავშვებისთვის
15:30 – 17:00 წავიკითხავთ ალექს ჩიღვინაძის ახალი პიესიდან “მზე შენია, ბარბოლ დოლაშ!” და მარიამ ჭანჭალეიშვილის “როცა გემი სანაპიროს მიუახლოვდა“ სცენებს. ჩატარდება კონკურსის ფინალისტების დაჯილდოების ცერემონია და მოეწყობა აიწონა-დაიწონას საქმიანობისა და კამპანიის “სცენა ყველასათვის” და “ახალი ხმები ბავშვთა თეატრისთვის” პრეზენტაცია.

ველით ამ დღის თქვენთან ერთად აღნიშნვას. 

ღონისძიება ტარდება People In Need Georgia-ს მხარდაჭერით

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში, ლიოლია რაისიანს, ნათია ჯაფარიძეს, ფოლკერ ლუდვიგს, ტობიას დიკმანს და უთე ფოლკნანტს ბერლინის GRIPS თეატრიდან, ახალქალაქსა და მესტიაში მცხოვრებ ბავშვებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ზემო სვანეთიდან და ახალქალაქის საინიციატივო ჯგუფს “ახალი შესაძლებლობებისკენ”.

NEWS Partners

Other news

საერთო ნიადაგი: აიწონა-დაიწონას და ქართველი თინეიჯერების აუდიო თხრობითი პროექტი ერთობლივად ცხოვრების შესახებ

მედიაწიგნიერება დოკუმენტური ფილმებით, აიწონა-დაიწონასთან ერთად